მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, ინვესტორთა საბჭოს ფორმატში შეხვედრა იგეგმება

5bbe06c765925
თამუნა დემეტრაშვილი
10.10.18 18:03
735
ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელის მარიამ მეღვინეთუხუცესის განცხადებით, მომავალ კვირას, ინვესტორთა საბჭოს ფორმატში, ეროვნულ ბანკსა და საბანკო სექტორს შორის შეხვედრა იგეგმება. ,,აუცილებელია დიალოგი, უნდა მოვისმინოთ ორივე მხარის პოზიცია და იმედია შევძლებთ შუამავლის ფუნქცია ავიღოთ. აუცილებელია ინფორმაციები შეჯერდეს და შემდეგ იქნას გადადგმული ნაბიჯები. დიალოგი ყველაზე მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ჩვენთვის საინტერესოა, რამ უბიძგა ეროვნულ ბანკს მსგავსი რეგულაციების დასანერგად და ამიტომ დიალოგის გამართვა, თუნდაც ჩვენი ეგიდით, შესაძლებელია იყოს სასარგებლო“-განაცხადა მეღვინეთუხუცესმა.

მისი განაცხადებით, მხოლოდ შეხვედრის და ინფორმაციის შეჯერების შემდეგ იქნება შესაძლებელი, ინვესტორთა საბჭომ გარკვეული რეკომენდაციები გასცეს.

,,შესაძლოა, ეროვნულმა ბანკმაც იმდენად დამაჯერებლად დაიცვას საკუთარი პოზიცია, რომ ჩვენი ჩარევა საჭირო არ გახდეს, ამ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რამ განაპირობა ასე ფორსირებულად მსგავსი რეგულაციების შემოღება,“-განაცხადა მეღვინეთუხუცესმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები