2022 წელი საქართველოში მოქმედი ბანკების უმეტესობამ მოგებით დაიწყო. ქვეყანაში არსებული 14 ბანკის ჯამურმა მოგებამ 413.5 მილიონი ლარი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5 მილიონი ლარით მეტია. ბანკებმა წელს საპროცენტო შემოსავლების სახით 1.32 მილიარდი მიიღეს, მათ შორის 1.15 მილიარდი ლარი სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი იყო.