მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო სექტორის 3.3 მლრდ-იანი მოგება და 106 მლრდ-ის აქტივები - საბანკო სექტორის 2025 წლის შედეგები და მოლოდინები;

2025 წელს საბანკო სექტორის აქტივები 12,4%-ით გაიზარდა, წელს კი საბანკო ასოციაცია მეტ გაციფრულებასა და ახალ მოთამაშეებს ელოდება. სექტორმა ზრდა აჩვენა დაკრედიტების კუთხით - ლარში გაცემული სესხების პორტფელი 15%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო დოლარულ გამოხატულებაში (კურსის ეფექტის გარეშე) 19%-ს გადააჭარბა. ცვლილებები დაფიქსირდა დეპოზიტების სტრუქტურაშიც - მომხმარებლებმა არჩევანი მიმდინარე ანგარიშებიდან ვადიან დეპოზიტებზე გადაიტანეს, რამაც ლარის პოზიციები გაამყარა. რაც შეეხება მოგებას, სისტემამ წელი 3.3 მილიარდი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. რა ტენდენციები შეინიშნებოდა სექტორში და როგორია მოლოდინები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები