დღეს, 8 ნოემბერს ბანკირის დღეა, რომელიც საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ქართული საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, რომელთა ჯამურმა წმინდა მოგებამ 2024 წლის 9 თვის განმავლობაში 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წლიურად 255 მილიონი ლარით, ანუ 12.5%-ით მეტია. მოქმედ ბანკებს შორისაა ციფრული ბანკი პეისერა საქართველო, რომელიც ქართულ ბაზარზე თითქმის ორი წელია ნახევარია ოპერირებს. რა შედეგები და გეგმები აქვს პირველ ციფრულ ბანკს, რა უნდა გაკეთდეს საბანკო სექტორში კონკურენციის გასაზრდელად და როგორ აფასებენ საერთაშორისო ინვესტორები ქართულ საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას?
სტუმარი: დიმიტრი ქუმსიშვილი - „პეისერა ბანკის“ გენერალური დირექტორი