მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სექტორისთვის ESG ტრენინგები დაიწყო

საქართველოს საბანკო ასოციაციამ IFC-სთან (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია) და ფონდ ფაინენს ენდ მოუშენთან თანამშრომლობით ESG ტრენინგები დაიწყო საბანკო სექტორისთვის. ტრენინგები თავის მხრივ მნიშვნელოვანია ბანკებისთვის, რადგან 2024 წლის დღის წესრიგში სებ-ის მიერ დამტკიცებული გზამკვლევის მიხედვით კომერციულ ბანკებში ESG პრაქტიკების დარგვა დგას. დღეს მსოფლიოში ESG პრაქტიკების დანერგვა სავალდებულო ხდება და არც საქართველოა გამონაკლისი. პირველი ჯგუფის ტრენინგი უკვე დაიწყო და პარალელურად ფორმირდება შემდეგი ჯგუფიც. ამასთან წელს უკვე დაგეგმილია ოთხი ასეთი ტრენინგ ღონისძიება საბანკო სექტორისთვის. გარდა ამისა დღის წესრიგშია ტრენინგი ბიზნეს სექტორთან და სხვა მიზნობრივ ჯგუფებთან.

სტუმარი: ლევან გოგოლაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის ESG მიმართულების კოორდინატორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები