მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო სექტორში მაღალი კონცენტრაცია მცირე ბაზრიდან გამომდინარეობს"

5bf2bce3a318a
სალომე მეცხვარიშვილი
19.11.18 17:40
815
საბანკო სექტორში მაღალი კონცენტრაცია მცირე ბაზრიდან გამომდინარეობს,-ამის შესახებ საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს. ასე ეხმაურება ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვას, სადაც IMF საბანკო და ჯანდაცვის სექტორში მაღალი კონცენტრაციის რისკებს ხედავს და აცხადებს, რომ ამ სექტორებში მხოლოდ 2-3 მსხვილი მოთამაშეა.

ძნელაძე არ ფიქრობს, რომ აღნიშნული ფაქტი რისკს უქმნის კონკურენციას.

„კონცენტრაცია საბანკო სექტორში არის შედარებით მაღალი, მაგრამ არ არის საგანგაშო.

არ ვფიქრობ, რომ აღნიშნული რისკს უქმნის კონკურენციას. კონკურენტული ბაზარია, შემოსვლა ბაზარზე და გასვლა ხდება დინამიურად. არ ყოფილა ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა. ინვესტიციების განხორციელებაც ხდება ბანკებში. საფინანსო სექტორში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინვესტიციების მოცულობა“,- აცხადებს ძნელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები