ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, საბანკო სექტორში მაღალი კონცენტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის გამოწვევაა. ასე ეხმაურება ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვას, სადაც IMF საბანკო და ჯანდაცვის სექტორში მაღალი კონცენტრაციის რისკებს ხედავს და აცხადებს, რომ ამ სექტორებში მხოლოდ 2-3 მსხვილი მოთამაშეა.
"ამას ყურადღებით ვაკვირდებით, რომ მაღალი კონცენტრაცია არ გადაიზარდოს სხვა პრობლემებში და ამას ვაკონტროლებთ.
ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით, რომ მომავალში მსგავსი რისკები თავიდან ავირიდოთ. ამ ეტაპზე საბანკო კონკურენცია საკმაოდ მაღალია. მათ შორის, იცით, რომ შემოვიღეთ დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა - ეს არის 2.5%-იანი კაპიტალის მოთხოვნა, რომელიც ეტაპობრივად შედის ძალაში. აქედან გამომდინარე მსხვილ სისტემურ ბანკებზე ჩვენ უფრო დიდი რეგულირების ტვირთი გვაქვს, ვიდრე სხვა ბანკებზე იმისთვის, რომ თანაბარი კონკურენტული გარემო უზრუნველვყოთ“,- აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.

























