საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საბანკო სექტორზე „კონკურენციის შესახებ კანონის“ გავრცელების წინააღმდეგია.
კობა გვენეტაძე თვლის, რომ საფინანსო სექტორს უკვე ჰყავს რეგულატორი, რომელიც მათ შორის კონკურენციის საკითხებს არეგულირებს;
შესაბამისად, მთავარ ბანკირი მიიჩნევს, რომ „კონკურენციის შესახებ კანონი“ საბანკო სექტორზე არ უნდა გავრცელდეს.
„საფინანსო სექტორში კონკურენციის საკითხებს არეგულირებს კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ და ვფიქრობ, რომ არ უნდა გავრცელდეს. ერთადერთი რეგულატორი უნდა ჰყავდეს და ჰყავს საფინანასო სექტორს. ეს არის ეროვნული ბანკი“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ 12-მა სადაზღვევო კომპანიამ "საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად" მთავრობას მიმართა. სადაზღვევო სექტორის და დაზღვევის საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის პირობების გავრცელებას ითხოვენ და ამისთვის მთავრობას და საკანონმდებლო ორგანოს საბანკო სექტორზე გარკვეული რეგულაციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.