მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სესხების მოცულობამ 48 მილიარდ ლარს მიაღწია

ბანკები

საქართველოს საბანკო სექტორის მიერ გაცემული კრედიტების მოცულობამ აგვისტოში 48 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 226 მილიონი ლარით მეტია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კრედიტების ზრდა 0.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

პერიოდის განმავლობაში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 409.48 მლნ ლარით (1.57%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 183.15 მლნ ლარით (0.84%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.08%-ით).

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.68 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.32%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.37 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.79%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.14%-ით მეტი).

2023 წლის აგვისტოს განმავლობაში 0.55%-ით, ანუ 139.22 მლნ ლარით  გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აგვისტოს ბოლოსათვის 25.53 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის აგვისტოს ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.07 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.60 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.37 პროცენტული პუნქტით),"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები