მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო სესხები პროცენტის გარეშე - დანიური ბანკის უპრეცენდენტო შეთავაზება

5d4bc0d094842
მიხეილ ხაჩიძე
09.08.19 00:07
11072

დანიაში მოქალაქეებს ბანკიდან 20 წლიანი სესხის აღება უპროცენტოდ შეუძლიათ. საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ფინურმა Nordea Bank-მა, რომელიც დანიის მასშტაბით ოპერირებს, უპროცენტო სესხების გაცემა უკვე დაიწყო.

საუბარია, 20 წლის ვადაზე გათვლილ საბანკო სესხებზე, რომლისთვისაც არანაირი სახის დანამატის გადახდა საჭირო არ არის. ხოლო იპოთეკარები, რომლებიც 30-წლიან სესხს გამოიტანენ, 0,5 პროცენტის გადახდა მოუწევთ. 


როგორც დანიურ სამაკლერო ბიუროებში აცხადებენ, ეს ბანკის მხრიდან საოცარი შეთავაზებაა.


"მოქალაქეები ფაქტობრივად ფულს საჩუქრის სახით იღებენ, იმ შემთხვევაში თუ მას უძრავ ქონებაში დააბანდებენ’’- განმარტავენ დანიელი ანალიტიკოსები.

ბანკის შეთავაზებით უცხოელები ვერ ისარგებლებენ, საბანკო სესხის აღებისთვის დანიის მოქალაქეობა და იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვაა საჭირო, რომელიც უცხოელს დანიის მასშტაბით უძრავი ქონების შეძენის საშუალებას მისცემს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები