"საბანკო სისტემა დეპოზიტების დაზღვევისგან დიდ ფინანსურ შოკს არ მიიღებს", - განაცხადა ჟუნალისტებთან საუბრისას "ვითიბი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ. მისი თქმით, რეფორმა აუცილებელი ნაბიჯია საბანკო სექტორის მდგრადობისა და ნდობისთვის.
"როდისმე უნდა დაგვეწყო. ძირითადი კრიზისი გადატანილია, ახლა ვართ აღმავლობისკენ ეკონომიკაც და საბანკო სისტემაც. რაღაც მომენტში უნდა დაწყებულიყო და არა კრიზისის დროს არამედ როდესაც ამოდიხარ ეს ყველაზე უმტკივნეულოდ გადასატანი თემაა. რეფორმას დიდი შოკი არ ექნება, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდება, თანხაც სავალდებულო დაზღვევაში არ არის დიდი", - ამბობს კონცელიძე.

























