მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო ტრანზაქციებზე შეზღუდვის გამო, ირანული კომპანიების ნაწილი საქართველოში ინვესტირებას ვერ ახერხებს

57a43f550295f
BM.GE
05.08.16 11:18
2177
ირანული ბიზნესების ნაწილი საქართველოში ინვესტირებას ვერ ახდენს. ირან-საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის გენერალური დირექტორი მაჰმუდ დავარი "საქმიან დილასთან" საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობასთან კომუნიკაციისა, ირანელებისთვის კვლავ პრობლემად რჩება თანხის გადმორიცხვის საკითხი. მისი თქმით, ამ პრობლემის გამო, რამდენიმე ინვესტორი საქართველოში პროექტის დაწყებას ვერ ახერხებს.

"საქართველოს მთავრობას ვთხოვთ, რომ ირანელებს საქართველოში ბანკების მეშვეობით, ფულის გადარიცხვის საშუალება ჰქონდეთ. რეალურად ირანელებისთვის აქ ბიზნესის კეთება პრობლემატურია, რადგან მათ არ იციან საიდან დაიწყონ და რა კონდიციამდე მივიდნენ", - განაცხადა მაჰმუდ დავარმა, მისი თქმით საკითხზე საუბარი ჰქონდა ეკონომიკის მინისტრთანაც, თუმცა კონკრეტული პასუხი ამ დრომდე სამტავრობო უწყებებიდან არ მიუღიათ.

"ირანელებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ბანკი, რომლითაც ისარგებლებენ. ირანელებისთვის საქართველოს ბანკებში ანგარიშების გახსნა საკმარისი არაა. აქ დიდ თანხებზე, 2-3 მილიონ დოლარზეა საუბარი. რვა თვეა პასუხს ველოდებით და არანაირი გამოხმაურება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა“, - განაცხადა მაჰმუდ დავარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები