თანამედროვე მსოფლიოს შრომითი ბაზარი სტუდენტებს მაღალ მოთხოვნებს უწესებს. აქედან გამომდინარე, სტუდენტები ძირითადი პროფესიის დაუფლებასთან ერთად, პარალელურად სხვადასხვა კურსებს ირჩევენ, რათა შრომის ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანები გავიდნენ.
სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს წლებია ბიზნესის, მენეჯმენტის, ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს. უნივერსიტეტს სასიამოვნო სიახლე აქვს - ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია უკვე გაიარა და ის შემოდგომიდან მსურველებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.