სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს Covid-19-ით გამოწვეული სოციალური ფონის გათვალისწინებით სტუდენტებისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აქვს. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიზნით 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად საბაუნიში ჩარიცხულ ყველა პირველკურსელს, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უფასოდ სწავლას სთავაზობს. შეთავაზებით სარგებლობა შეეძლება ყველა იმ აბიტურიენტს, რომელიც პირველი ან მეორე არჩევანით ჩაირიცხება.
საშეღავათო პაკეტი შემუშავდა საბაუნის სტუდენტებისა და მობილობით ჩარიცხული სტუდენტებისთვისაც. მობილობით გადმოსულ ყველა სტუდენტს მიმდინარე სასწავლო წლის გადასახადი გაუნახევრდებათ.