მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბავშვო ბაღების ტენდერში გამარჯვებულად "ნილი" დასახელდა

5a82c70f93a8d
ანუკა ჯოხაძე
13.02.18 15:06
1027
თბილისის მერიაში დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ბაღებში კვების ელექტრონულ შესყიდვასთან დაკავშირებით ჩატარდა გამარჯვებულ კომპანიად შპს ნილი დასახელდა. ერთ თვიანი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ ბაღები ეტაპობრივად გააფორმებენ ხელშეკრულებებს კომპანიასთან. შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში დაბალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე შპს ნილი საბავშვო ბაღებს საკვებით 1 თვიანი ხელშეკრულებით 15 იანვრიდან ამარაგებს. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს ნილმა მიიღო. მისი თქმით, გარკვეულ ბაღებში იყო ხარვეზები, რომელიც ამ ეტაპისთვის სრულად აღმოფხვრილია.

"გვქონდა სხდომა საბაშვო ბაღებში საკვების შესყიდვასთან დაკავშირებით, რის მიხედვითაც შპს ნილი შეირჩა გამარჯვებულად. ამის შემდეგ უკვე ეტაპობრივად ბაღების მიერ ხელშეკრულების გაფორმება მოხდება“, - აცხადებს ირაკლი ბენდელიანი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები