მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბავშვო ბაღებში კვების ახალი სტანდარტით მშობლების ნაწილი უკმაყოფილოა

5a5f0ab0b30ba
მეგი კავთუაშვილი
17.01.18 12:32
13491
საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყებიდან მესამე დღეს მშობლების ნაწილი საკვები რაციონისა და ხარისხის გაუარესებაზე საუბრობს და ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე უკმაყოფილებას საჯაროდ გამოთქვამს.

თბილისის მერიამ ბაღის აღსაზრდელების კვებით მომსახურებაზე შესყიდვა ჯერ კიდევ ზაფხულში გამოაცხადა, თუმცა, ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. საბოლოოდ 13 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, თუმცა, გამარჯვებულის გამოვლენა მაინც ვერ მოხერხდა. სამივე კომპანიას, შპს „ელფს“, „ნილსა“ და „ფუდსერვისს“ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიენიჭა. ფორსმაჟორის მოტივით მერიამ ერთთვიანი ხელშეკრულება ყველაზე დაბალი ფასის წარდგენის გამო შპს „ნილს“ გაუფორმა.

პირად საუბრებში მშობლები ამბობენ, რომ ზოგიერთ ბაღში რძე ღვინის ყუთებით შეიტანეს, პური კი მასწავლებლებმა თავისი ხარჯებით შეიძინეს.
მშობლების ნაწილი სოციალურ ქსელში საკვების ხარისხის გაუარესებაზეც წერს.

Goga Zvaneli: უკვე მეორე დღეა ბავშვები სადილს ვერ ჭამენ დროზე, ჯერ თევზის დეფიციტია მარადიული და სამაგიეროდ ხორციო, გუშინ გარკვეულ რაიონებში ხორცი 2 საათზე შევიდა, როცა უკვე სადილის დროა და კატლეტი საღამოს მისცეს, დღესაც 1 საათზე ხორცი ისევ რიგდებოდა ჯერ. ხმას ამოიღებ და ინტრიგანი ხარ, დეზიმფორმატორი. აბა, გამოხტით ეხლა დაცვა.

Ana Managadze: ბაღებიდან ჩაის რომ ამოიღებ და კაკაოს. გამხმარი უარაფრო ვერმიშელი უნდა აჭამოთ ხო, კარაქიანი პური მაინც მიგედოთ გვერდით, ორცხობილასა და ფუნთუშაზე აღარ ვამბობ არაფერს. მერე რომელი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ან ექიმი დანიშნავს საღამოს კვებაზე შემწვარ კვერცხს. უვიცისთვისაც ცნობილია, რომ კვერცხი დილის საუზმის ნაწილია და არ არის მარგებელი საღამოს კვებისთვის. სამი წელია დილის და შუადღის მენიუში მინიმუმ ორი არჩევანი იყო, ეხლა კი მშრალად უგდებთ ამ საცოდავ ბავშვებს, ისედაც 10 კვადრატში 45 ბავშვია. ნეტა თქვენი შვილები თუ შეჭამენ ამ საჭმელს?

ანუკა ანი: 14 კგ ხორცი შევიდა ერთერთ ბაღში და აქედან 5 კგ ე.წ ტყლარწი იყო. გუფთაზე კი გუშნდელი მორჩენილი ხორცი დაამატებინეს. ვაზისუბნის არც ერთ ბაღს ეხლაც არ აქვს ხორცი და რიგ ბაღებში ყველიც არ გყოფნით შესატანად. ეგ არის მაღალი სტანდარტი?

Nana Rusitashvili : მაგ სალაფავს საკუთარ შვილებს აჭმევთ? ან ეს უმარილო გულის ამრევი საჭმელები რა უბედურებაა? რაის "ვინეგრეტი" და ყვავილოვანი კომბოსტო ხალხნო, ხოცავთ ბავშვებს მშიერს? ცოტახანში ბავშვბი გონებას დაკარგავენ ჯგუფებში შიმშილით და მერე ხალხი გადაწყვეტს სახელმწიფო დონეზე თქვენს ყოფნა - არ ყოფნას. მჭადები სტაფილო რძე! გაგიჟებულ დედას დამიჯერეთ ვერაფერი გააკავებს.

2018 წელს საჯარო საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღებაც დაანონსდა. როდიდან გახდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ფასიანი მთავრობა გადაწყვეტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები