მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბავშვო ბაღის 13 აღსაზრდელზე ერთი აღმზრდელ-პედაგოგი გამოიყოფა

5a5df23099238
მეგი კავთუაშვილი
16.01.18 17:17
5290
კანონმდებლობის თანახმად, 2020 წლისთვის 6 წლამდე ასაკის 13 აღსაზრდელზე ერთი აღმზრდელ-პედაგოგი უნდა მოდიოდეს. საგულისხმოა, რომ ეს სტატუსი საბავშო ბაღის არც ერთ მასწავლებელს არ გააჩნია. საბავშვო ბაღებში დასაქმებული კადრების გადამზადება-სერთიფიცირების პროცესი 2018-2019 წლებში აქტიური საკითხი იქნება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პედაგოგის სტანდარტი იცვლება. განათლების სამინისტროს შემუშავებული სტანდარტი საქართველოს მთავრობამ ახლახანს დაამტკიცა.

აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი სავალდებულო მხოლოდ 2024 წლიდან გახდება. ამჟამად კი კვალიფიკაციის ზრდა სავალდებული არ არის და საბავშვო ბაღის თანამშრომლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

ამ ეტაპზე განათლების სამინისტროში მეთოდისტების მომზადება იწყება. მათი ტრენერებად ჩამოყალიბების შემდეგ კი ბაღის თანამშრომელთა გადამზადების პროცესი უნდა დაიწყოს. რაკი საბავშვო ბაღები არა ცენტრალური მთავრობის, არამედ ადრილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაშია, ქვეყნის მასშტაბით პროცესი ერთიანი არ იქნება და ყველა მუნიციპალიტეტი თავად დაადგენს სერთიფიცირების დაწყების თარიღს.

ბაღის მასწავლებელთა საშუალო ასაკი 40-დან 47 წლამდეა. მათგან მხოლოდ 32,2%-ს აქვს უმაღლესი განათლება სკოლამდელი განათლების სფეროში, 35,4%-ს – პროფესიული, ხოლო 32%-ს არ აქვს ამ დარგში განათლება. პედაგოგთა 40%-ს არ აქვს გავლილი არანაირი ტრენინგი და საწყისი განათლება ათწლეულების წინ აქვთ მიღებული. რაც შეეხება აღმზრდელების განათლებას, მათ მხოლოდ მცირე ნაწილს (21.2%) აქვს რაიმე ტიპის განათლება სკოლამდელი აღზრდის ან პედაგოგიურ სფეროში, უმეტესობას (72.3%) არ აქვს გავლილი არანაირი პროფესიული გადამზადების კურსი ან ტრენინგი.

ამჟამად, ბაღებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა არ იგეგმება. ანაზღაურების ზრდის ერთადეთი გარანტი აღმზრდელ-პედაგოგის კვალიფიკაცია იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები