მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საბავშვო ბაღის არარსებობის გამო, დევნილთა დასახლებებში მცხოვრები 300-მდე ბავშვი სკოლამდელ განათლებას ვერ იღებს"

57f5eff79f423
თათია ჩაფიჩაძე
06.10.16 10:10
1451
საქველმოქმედო ცენტრი „აფხაზეთის“ და ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით დასავლეთ საქართველოში მცხოვრები დევნილების საჭიროებებზე კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგად ძირეული პრობლემების პირველ სამეულში მედიკამენტებზე ხელმიუწვდომლობა, კომუნალური ხარჯების სიმძიმე და სასოფლო-სამეურნეო მიწების არქონა მოხვდა.

ასევე დასავლეთ საქართველოში, 3 ყველაზე დიდ დევნილთა ჩასახლებაში სადაც 2 396 ოჯახი ცხოვრობს, საბავშვო ბაღები არ არის.

"დასავლეთ საქართველოში დევნილთა განსახლებები ისეა დაგეგმარებული, რომ მათ მიწაზე ხელი არ მიუწვდებათ. გარდა ამისა, ახალ დევნილთა დასახლელებში არ არის ინფრასტრუქუტურულად გამართული პროექტები. მაგალითად საბავშვო ბაღის არარსებობის გამო 300-მდე ბავშვი დღეს სკოლამდელ განათლებას ვერ იღებს. ასევე პრობლემაა ის, რომ ხშირად ახლადაშენებული შენობები ნესტისა და ბევრი სხვადასხვა მიზეზთა გამო, საცხოვრებლად გამოუსადეგარია", - განაცხადა ფონდი „აფხაზეთის“ დირექტორმა ნუკრი მელორავამ.

დევნილთა პრობლემების შესახებ გამართულ მრგვალ მაგიდას განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე ესწრებოდა. გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად სამინისტრო მომავალში მუნიციპალიტეტებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას გეგმავს.

„ჩვენ უკვე გვაქვს მიმდინარე პროექტები გრანტების სახით სასოფლო-სამეურნეო სფეროში. ვაპირებთ, რომ ხელი შევუწყოთ მათთვის ტქენიკის შეძენას იმისთვის, რომ მათ თავად გამოიმუშავონ ფული და არ იყვნენ სახელმწიფოს შემწეობაზე დამოკიდებული. ასევე ვგეგმავთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან აქტიურ კომუნიკაციას იმ მიზნით, რომ კომპაქტურად ჩასახლებულდევნილებს ბაღების პრობლემა მოვუგვაროთ.“ - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებსა და დევნილთა სათემო ლიდერებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრა პირველად გაიმართა. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, წყალტუბოს და ბათუმის კომპაქტურად ჩასახლებული თემის წარმომადგენლები და აქტიური ლიდერები ესწრებოდნენ.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები