ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ხაშურის სოფელ წრომში, 2016 წელს, ბაღის რეაბილატიციისთვის გამოყოფილი 51,200 ლარით, ხაშურის გამგებლის, გიორგი გურასპაშვილის წარმომადგენლის ოთახები გაარემონტეს.
რემონტში დახარჯული 51,200 ლარი წრომის თემში შემავალი 7 სოფლისათვის იყო განსაზღვრული.
"აუდიტის დასკვნის მიუხედავად, დარღვევას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. მეტიც, მაშინდელი გამგებელი გიორგი გურასპაშვილი 2017 წელს ხაშურის მერად წარადგინეს და აირჩიეს", - განმარტავენ ფლანგვის დეტექტორში.