მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბავშვო ხალიჩების მწარმოებელ ჩეხურ კომპანიას წარმოება საქართველოში გადმოაქვს

5c7016501ed7a
მაია ბიწაძე
23.02.19 00:30
3748
საბავშვო ხალიჩების(პაზლების) მწარმოებელ ჩეხური კომპანიას Maly Genius წარმოება საქართველოში გადმოაქვს, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია "Ku biki"-ის დამფუძნებელმა დავით კაციტაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში ჩეხური კომპანიის პარტნიორები სწორედ ისინი იქნებიან. მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია.

"წლის ბოლომდე ბავშვის პაზლი ხალიჩების წარმოებას დავიწყებთ ჩვენს ჩეხ პარტნიორებთან ერთად. ჩეხები გეგმავენ საკუთარი წარმოების საქართველოში გადმოტანას, რადგან ჩეხეთში უფრო ძვირი უჯდებათ პროდუქციის დამზადება. მათ უკვე ნაპოვნი აქვთ გასაღების ბაზარი, ჩვენ ვხდებით პარტნიორები და ერთობლივად დავიწყებთ პროდუქციის წარმოებას, მათი ვალდებულება იქნება ცოდნა და "ნოუჰაუ", ჩვენ კი უზრუნველვყოფთ მის საქართველოში დამზადებას. ჩეხები ამ ნაწარმს შემდეგ ევროპის ბაზარზე გაყიდიან. მათ საქართველოდან ევროპაში ამ პროდუქციის მიწოდებაც შედარებით იაფი დაუჯდებათ“ - განაცხადა დავით კაციტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები