საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ თანამშრომლებს საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი წარუდგინა.
სამსახურის ინფორმაციით, ჩოკოშვილს აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება.
წარდგენა საბაჟო დეპარტამენტის სათავო ოფისში გაიმართა, რომელსაც დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ სიჭინავა და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დაჩი ბერაიამ ჩოკოშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.




























