მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟო გამშვებ პუნქტში, დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს - შემოსავლების სამსახური

სამსახირი
BM. GE
19.08.23 11:00
58

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

"ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“ აღმოაჩინეს.

საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სგპ  - ,,თბილისის აეროპორტის“ უფლებამოსილმა მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე (არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზღვრის გადამკვეთი მგზავრი სხეულში ან სხეულზე – მალავდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელს) ბრაზილიის მოქალაქის მიმართ (ა.მ.) ინდივიდუალური გასაუბრების, ასევე კუთვნილი ხელბარგის, ფიზიკური და სხეულის  რენტგენო ინსპექტირების სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად, 125 შეკვრად დაფასოებული, 1 კილოგრამი და 352 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი” აღმოაჩინეს", - წერია განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები