ბოლო სამი წლის განმავლობაში, Apple ყოველწლიურად 4 ტიპის სმარტფონს უშვებს: საბაზისო მოდელს, Plus, Pro და Pro Max მოდელებს. გარდა სახელისა, მოდელები ერთმანეთისგან სხვადასხვა პარამეტრებით, მათ შორის, ზომით, სიმძლავრითა და ბატარეის ხანგრძლივობით განსხვავდება.
CIRP-ის 20 ნოემბრით დათარიღებული კვლევა აჩვენებს რომელ iPhone-ებზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა.
გაყიდვების მონაცემები აჩვენებს, რომ 2022 წლიდან, ანუ Apple-ის მიერ iPhone-ის მე-14 სერიის გამოშვებიდან, სმარტფონის საბაზისო მოდელი ყველაზე მოთხოვნადია.
iPhone-ების ყოველწლიურ გაყიდვებში, 14, 15 და 16 სერიის მობილურების გაყიდვები 45%-ს შეადგენს, რასაც, 25%-იანი წილით, iPhone Pro Max მოდელი მოჰყვება. პოპულარობით მესამე ადგილზეა Pro მოდელი, რომელიც გაყიდვებში 20%-ს იკავებს. Plus მოდელი კი, რომელიც Apple-მა iPhone 14-თან ერთად წარადგინა, 10%-იანი წილით, ყველაზე ნაკლებმოთხოვნადია.
საბაზისო მოდელის, მაგალითად iPhone 16-ის გაყიდვები, მუდმივად აღემატება Pro Max-ის გაყიდვებს და მეტიც, შეფარდება 2:1-ზეა, სხვა მოდელებთან შედარებით კი ეს განსხვავება კიდევ უფრო მზარდია. ტენდენციის მთავარი სტიმული საბაზისო მოდელის ფასი უნდა იყოს. სტანდარტული iPhone, საშუალოდ, 400 დოლარით უფრო იაფია, ვიდრე Pro Max მოდელი.
საბაზისო მოდელებზე ფასს ფერების არჩევანიც ზრდის. სტანდარტული iPhone-ები ხშირად სხვადასხვა, უფრო ნათელ ფერებშია ხელმისაწვდომი, ვიდრე Pro მოდელები, რომლებიც ნეიტრალურ ფერებშია.
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ მომხმარებელთა უმეტესობა Pro და Pro Max მოდელებში საკმარის სარგებელს ვერ ხედავს, რაც მათ მაღალ ღირებულებას გაამართლებდა. გაუმჯობესებული ჩიპები, დამატებითი კამერა და უფრო გამძლე კორპუსი მათ დასარწმუნებლად საკმარისი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ iPhone Plus ყველაზე მცირე წილს იკავებს სმარტფონების გაყიდვებში, ის გაცილებით უფრო მოთხოვნადია, ვიდრე Apple-ის Mini სერიები, რომლებიც კომპანიამ 2020 წელს, iPhone 12-ის მოდელთან ერთად გააუქმა.