კომპანია "ენერჯი სოლუშენის“ ხელმძღვანელის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, „საბაზრო ფასები თურქეთში ელექტროენერგიის შესყიდვაზე საკმაოდ დაბალია“. ამის შესახებ აბრამიშვილმა „საქმის კურსს“ საქაართველოში წარმოებული ელექტროენერგიის საექსპორტო პირობებზე საუბრისას განუცხადა.
"სამწუხაროდ, დღევანდელი საბაზრო ფასები თურქეთში ელექტროენერგიის შესყიდვაზე საკმაოდ დაბალია, თუმცა არის იმის ტენდენცია, რომ ფასების ზრდა ნელ-ნელა დაიწყოს. თავისუფალი ბაზარია და ღრმად გვჯერა, რომ ჰიდროენერგეტიკას საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ფასი გვაქვს ენერგიაზე რეგიონში, შესაბამისად პოტენცალი მზარდია. ელექტროენერგიის ფასები მერყეობს 3-დან 5 ცენტამდე“, - აღნიშნა გიორგი ამბამიშვილმა.

























