მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბჭოური სტანდარტები მშენებლობაში - რატომ გვიანდება ევროპული ნორმების იმპლემენტაცია?

სამშენებლო ინდუსტრიისთვის მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება საბჭოთა დროინდელი, მოძველებული ე.წ. „სნიპები“ (SNIP), რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება შესასყიდი მომსახურების და საქონლის ფასები და მახასიათებლები. სნიპების მიხედვით მშენებლობის ფასების განსაზღვრა 99% შემთხვევაში საბაზრო ფასს არ წარმოადგენს, რაც შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც კომპანიები ვერ მონაწილეობენ ტენდერში. სნიპების მიხედვით შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში არ არის გათვალისწინებული ახალი ტექნოლოგიები, მასალების ღირებულება, შესაბამისად პროექტი, რომლის განხორციელებაც პირობითაც შესაძლოა საბაზრო ფასით 1 მილიონი დაჯდეს, მოძველებული ნორმებით შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში საუბარი იყოს 800 000 ლარზე, რაც კომპანიებისთვის პრობლემებს ქმნის. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ზოგიერთი კომპანია გაკოტრდა, ან რიგ ტენდერებში შესვლისგან თავს იკავებენ. როდის გადავა სამშენებლო ინდუსტრია ევროპულ ნორმებზე, რაზეც წლებია ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს?

სტუმარი: ზვიად თოიძე - "ინსის" გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები