"საბედნიეროდ ლარი მყარდება და არის წინაპირობა რომ გონივრულ ზღვარზე გაჩერდეს“, - განაცხადა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი განცხადებით, ლარიზაციის გეგმა და მათ შორის ლარში ფასდადება „ცუდი არაა“ და მთავარია, რომ ბიზნესი მერყეობებისგან იყოს დაცული.
"ათწლეულებია ვალდებულებები სულ დოლარშია, შემოსავლები ლარში. მე რომ მკითხოთ საერთოდ გავანთავისუფლებდი ანგარიშწორებას ქვეყანაში ნებისმიერ ვალუტაში უნდა იყოს შესაძლებელი. მგონი თურქეთმა უკვე მიიღო და ნებისმიერ ვალუტაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ანაგარიშსწორება", - განაცხადა პაპაშვილმა.

























