მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბერძნეთი ევროკომისიას SOCAR-სთვის DESFA-ს წილის მიყიდვის შეფერხებაში ადანაშაულებს

5798586e3f9a9
BM.GE
27.07.16 10:43
1248
საბერძნეთი ევროკომისიას SOCAR-სთვის DESFA-ს წილის მიყიდვის შეფერხებაში ადანაშაულებს. პრეტენზიები ევროკომიისიის მიმართ საბერძნეთის გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა პანოს სკურლეტისმა გამოთქვა. ადგილობრივი მედიის ცნობთ, პარლამენტში გამოსვლისას სკურლეტისმა განაცხადა, რომ ევროკომისიის რიგმა მოთხოვნებმა შეანელა ბუნებრივი გაზის ოპერატორის პრივატიზაცია. მან პრობლემური უწოდა DESFA -ში SOCAR-ის წილის 49%-მდე შემცირებას, რაც მას პასიურ აქციონერად აქცევს, რომელსაც არ ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება კომპანიის მართვისას. ბერძენი დეპუტატები ამბობენ, რომ DESFA-ს პრივატიზაციის პრობლემამ, შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკას ის ფინანსური ინექცია წაართვას, რაც SOCAR-ის მხრიდან არის მოსალოდნელი.

DESFA-ს პრივატიზაციის ტენდერში SOCAR-მა 2013 წელს გაიმარჯვა. აზერბაიჯანულმა კომპანიამ DESFA-ს 66% 400 მილიონ ევროდ უნდა შეიძინოს, ამასთან 31% მთავრობისგან, 35% კი, Hellenic Petroleum-სგან უნდა გამოისყიდოს. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტმა ადრე გაანცხადა, რომ გარიგება მას შემდეგ დასრულდება, რაც იტალიური Snam SOCAR-ის 66%-იანი პაკეტიდან 17%-ს შეიძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები