საქართველოში იოგურტის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, 2025 წელს ჯამში 14,7 მლნ აშშ დოლარის 6762 ტონა (შაქრისა ან სხვა დამატკბობლის, ხილის, კაკლისა ან კაკაოს ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე) იოგურტი შემოვიდა. 2024 წელს კი იმპორტმა 10,6 მლნ აშშ დოლარი და 6352 ტონა შეადგინა.
რაც შეეხება ქვეყნებს, იოგურტების იმპორტში რუსეთი ლიდერობს, მეორე ადგილზეა საბერძნეთი. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთიდან იოგურტის იმპორტი ექვსჯერ არის გაზრდილი, სავარაუდოდ, ბერძნული იოგურტის (უშაქრო და ხილის გარეშე) იმპორტის ზრდის ხარჯზე. კერძოდ, გასულ წელს ჯამში საბერძნეთიდან 2,7 მლნ აშშ დოლარის 748 ტონა იოგურტი შემოვიდა, მაშინ როცა 2024 წელს - 475 300 აშშ დოლარის 115 ტონა იყო.
იოგურტის TOP-5 საიმპორტო ქვეყანა შემდეგია:
- რუსეთი - 5,5 მლნ აშშ დოლარი - 2945 ტონა
- საბერძნეთი - 2,7 მლნ აშშ დოლარი - 748 ტონა
- ყაზახეთი - 2,1 მლნ აშშ დოლარი - 821 ტონა
- თურქეთი - 1,5 მლნ აშშ დოლარი - 1177 ტონა
- გერმანია - 1,1 მლნ აშშ დოლარი - 404 ტონა
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებს, ქვეყანაში უკვე 783 700 აშშ დოლარის 327 ტონა იოგურტია იმპორტირებული, რაც მცირედით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით. იანვრის მონაცემებითაც, მთავარი იმპორტიორი რუსეთია, საბერძნეთი კი მეორე ადგილზეა.

























