მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბერძნეთში რუსი ტურისტების რაოდენობა 47%-ით გაიზარდა

5795d6292c87b
BM.GE
25.07.16 12:58
1239
იანვარ-მაისის პერიოდში საბერძნეთი 83 000-მა რუსმა ტურისტმა მოინახულა, რაც 47,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტებმა დასვენებაზე ამ პერიდოში საბერძნეთში 54 მილიონი ევრო დახარჯეს, რაც 8,7%-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს. ამავე დროს წლის პირველ 5 თვეში, საბერძნეთმა ტურისტების მიღების კლება დააფიქსირა, - საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი საბერძნეთში წლეს, გასულ წელთან შედარებით, 1,3%-ით შემცირდა, რაც გამოწვეულია ევროკავშირიდან ტურისტების 3%-იანი კლების გავლენით. იანვარ მაისის პერიოდში, საბერძნეთში სულ 4,475 მილიონი ტურისტი ჩავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები