მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

გლოვის დღე

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღე გამოცხადდა - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

6 იანვარს გლოვის დღე იყო გამოცხადებული დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში. გაუქმდა გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები