მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საბიუჯეტო კუთხით დაგეგმილი რეფორმები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა"

5864a2c537520
BM.GE
29.12.16 09:45
1337
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო იმ კანონპროექტთა პაკეტი, რომლის მიზანია, ლარიზაციის რეფორმის დაწყება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა საფინანსო სექტორში.

„ჩვენ გავითვალისწინეთ მნიშვნელოვანი შენიშვნები, რომელიც გამოითქვა კომიტეტების სხდომაზე, ასევე, პლენარულ სესიაზე. ვთვლით, რომ მეორე მოსმენის შემდეგ, დოკუმენტები უფრო დაიხვეწება და საბოლოო სახეს მიიღებს. ცვლილებათა ეს პაკეტი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, მათ შორისაა, სარეკლამო შეთავაზებისას, ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვა, აღსანიშნავია, რომ ეს არ შეეხება ფიზიკური პირებს. რეგულაცია ეხება მხოლოდ მეწარმეების მიერ გაკეთებულ შეთავაზებას. გარდა ამისა, იზღუდება სხვადასხვა იურიდიული პირებისთვის თანხის მოზიდვა 100 ათას ლარზე ნაკლები მოცულობით, თუ ასეთი მოზიდვა ხდება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ვალუტით სესხების გაცემა იზღუდება 100 ათას ლარზე ქვემოთ, ანუ 100 ათას ლარზე ქვემოთ სესხები გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისი განცხადებით, ყველა ეს ღონისძიება, მათ შორის, საბიუჯეტო კუთხით დაგეგმილი რეფორმები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა და ეროვნული ვალუტა იყოს მყარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები