მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, IV კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 5%-ს მიაღწევს

5bf6bfa5ba2d3
BM.GE
22.11.18 18:39
542
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2018 წლის IV კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 5%-ს მიაღწევს. 2017 წლის იმავე პერიოდში მშპ-ის ზრდის ტემპი 5.3% იყო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მიმდინარე წლის IV კვარტალში მშპ-ის მოსალოდნელ ზრდას განსაზღვრავს აბსორბციის კომპონენტი (5.7 პპ), ხოლო წმინდა ექსპორტის წვლილი უარყოფითია (-0.7 პპ).

შეგახსენებთ, რომ წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, 2018 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,9 პროცენტს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები