მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულების რაოდენობა მცირდება, დაფინანსება კი იზრდება

5bb37ad2b0b7c
თამუნა დემეტრაშვილი
02.10.18 18:03
746
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვთ, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით 1 513 ადამიანით მცირდება. საბიუჯეტო დაფინანსებაზე მომავალ წელს 112 ათას 100 ადამიანი იქნება. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა ეს რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 4 657 ადამიანით ნაკლებია. რაც შეეხება მათი სახელფასო ანაზღაურების ხარჯს, ის 2019 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით 60 მილიონით მეტი იქნება და 1 მილიარდ 473 მილიონს მიაღწევს. 2017 წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტის სახელფასო ხარჯი 88 მილიონით მეტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები