2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვის მიხედვით შემოსავლების ნაწილში გეგმა 108.6% -ით შესრულდა. ( გადასახადები - 106.4% გრანტები - 147.0% და სხვა შემოსავლები - 106.3% ) .
ხარჯვით ნაწილში შესრულების მაჩვენებელი 93.9%-ია. (შრომის ანაზღაურება 94.1% , საქონელი და მომსახურება - 83.8%, სუბსიდიები - 85.9% გრანტები - 94.7%, სოციალური უზრუნველყოფა - 97.5% სხვა ხარჯები - 93.3% )
საანგარიშო პერიოდში ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებულმა თანხამ 406 713.2 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ძირითადი თანხის დაფარვამ 414 304.4 ათასი ლარი. შესაბამისად, სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების შედეგად, საშინაო ვალდებულების ზრდამ შეადგინა (-7 591.3) ათასი ლარი.
2018 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 2 627 579.7 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 795 275.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 106.4%. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 347 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 449 931.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104.4%. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 137 848.7 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 187 944.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 136.3%. სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 142 731.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 157 400.6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 110.3%. არაფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 55 203.6 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (27 700.0 ათასი ლარი) 199.3%-ია. ფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 4 905.8 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებელის (4 000.0 ათასი ლარი) 122.6%-ია.

























