მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბიუჯეტო უწყებები, რომლებიც მივლინებებში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ

5bf7dbeb00b71
ნინო კვინტრაძე
23.11.18 15:00
1186
9 თვეში ბიუჯეტიდან მივლინებებზე 16.3 მლნ ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, აქედან 2.1 მლნ ლარი პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებზე მოდის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 9 თვეში მივლინებებზე 1.5 მლნ ლარი დახარჯა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამივლინებო ხარჯი 93 068 ლარს შეადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციამ მივლინებებზე 2.2 მლნ ლარი დახარჯა, აუდიტის სამსახურმა კი  143 609 ლარი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამივლინებო ხარჯი 9 თვეში 218 472 ლარი იყო.

იანვარ-სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ მივლინებებში 82,356 ლარი დახარჯა, უზენაესმა სასამართლომ 50,851 ლარი, ხოლო საერთო სასამართლოებმა 122,025 ლარი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამივლინებო ხარჯი საანგარიშო პერიოდში 20,417 ლარი იყო.

სამინისტროების მიხედვით, სამივლინებო ხარჯების განაწილება შემდეგია:

• ფინანსთა სამინისტრო - 674 797 ლარი
• ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 158 986 ლარი
• იუსტიციის სამინისტრო - 628 652 ლარი
• სასჯელაღსრულების სამინისტრო - 119 005 ლარი
• საგარეო საქმეთა სამინისტრო - 1.8 მლნ ლარი
• თავდაცვის სამინისტრო - 30.4 მლნ. ლარი
• შსს - 3.4 მლნ ლარი
• ჯანდაცვის სამინისტრო - 1.4 მლნ ლარი
• განათლების სამინისტრო - 3.1 მლნ ლარი
• გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2.2 მლნ ლარი

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მივლინებებში 1.3 მლნ ლარი დახარჯა. კონკურენციის სააგენტომ 43 979 ლარი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 9 თვეში მივლინებებში 83 343 ლარი დახარჯა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ კი 35 527 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები