საბჟო გამშვები პუნქტები: "სარფი", "კარწახი" და "ვალე" ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ
BM.GE
16.07.16 15:25
• 1539
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან არსებული საბჟო გამშვები პუნქტები: "სარფი", "კარწახი" და "ვალე" ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.