ქართული კომპანია E60 Shipping Line-ი ფოთი - კონსტანცას ხაზზე საბორნე მიმოსვლას აფართოებს. კომპანიამ, რომელიც ფრახტით აღებული ბორანი Vilnius-ით ოპერირებდა, ახალი ხომალდი შეიძინა და ამიერიდან ორი ბორნით Vilnius-ით და აია-თი იოპერირებს. ახალ ხომალდს შესაძლებლობა აქვს სარკინიგზო ვაგონებიც გადაზიდოს. როგორც გვახსოვს, საქართველოდან რუმინეთის მიმართულებით და პირიქით საბორნე გადაზიდვები გასული წლის ივნისში დაიწყო და კომპანია სატვირთო გადაზიდვებთან ერთად სამგზავრო გადაყვანებსაც ასრულებს. რატომ მიიღო ბორანის დამატების გადაწყვეტილება კომპანიამ, რა ტვირთს ემსახურება დღეს E60 Shipping Line და ხომ არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებთან საბორნე მიმოსვლის დაწყებაზე?
სტუმარი: შალვა წაქაძე - E60 Shipping Line-ის მმართველი პარტნიორი;