მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბუღალტრო ფირმებს და ბუღალტრებს დამკვეთების ინფორმაციის ზედამხედველისთვის წარდგენა მოუწევთ

საბუღალტრო ფირმებისა და პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისთვის 2025 წლიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში. ამას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, ანგარიშვალდებული პირი ვალდებული იქნება სამსახურს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის წლიურ ანგარიშგება წარუდგინოს. პირველი ანგარიშგების წარდგენა კი 2025 წელს მოხდება. ამ ანგარიშში მითითებული უნდა იყოს მათ შორის ინფორმაცია მათი კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ, კლიენტთა საქმიანობის სფეროს შესახებ, ასევე ინფორმაცია მათთან დადებული გარიგებების შესახებ. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ანგარიშგების წარდგენა ელექტრონულად, ანგარიშვალდებული პირების შესაბამისი რეესტრებიდან განხორციელდება. კიდევ რა იცვლება და ვის ეხება ახალი ვალდებულებები?

სტუმარი: სალომე ოდიშარია - ბუღალტერთა კლუბ "ფორუმის" დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები