კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, საბურთალოს რაიონში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 4 550 აბონენტს შეუწყდა.
მათივე განცხადებით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16 დეკემბრის 10:00 საათიდან.
„გაცნობებთ, რომ საბურთალოს რაიონში ვიქტორ დოლიძის და იყალთოს ქუჩების მიმდებარედ, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დღეს 15 დეკემბრის 19:15 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდა იყალთოს, დოლიძის, პანკისის, ბალანჩივაძის, ქარელის, ტუსკიას, ტეხურის, ჩაილური, პეკინის გამზ. ნაწილს, სულხან ნასიძის ( ყოფილი ახალშენის), ჩიქოვანის ქუჩის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ 16 დეკემბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათამდე. "თბილისი ენერჯი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში არ დატოვოთ“, - ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაში.