მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბურთალოზე "პელაგონის" ბრენდის მეორე რესტორანი გაიხსნა

5bfaf6c7628bc
BM.GE
26.11.18 09:00
1938
თბილისს კიდევ ერთი ახალი რესტორანი, "პელაგონი" შეემატა, რომელიც სტუმრებს ევროპულ სამზარეულოს შესთავაზებს. ეს ,,პელაგონის“ ქსელის მეორე ობიექტია, რომელიც საბურთალოზე, კალისტრატე ქუთათელაძის N 8-ში მდებარეობს.

რესტორანს ერთდროულად 250 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია, სადაც სტუმრები კერძებს მაღალი დონის სერვისის პირობებში და სასიამოვნო გარემოში დააგემოვნებენ. ,,პელაგონს“ აქვს მთავარი დარბაზი, მყუდრო აპარტამენტი და გათბობის სისტემით აღჭურვილი ღია ტერასა.

სარესტორნო ქსელი "პელაგონი“ ქარდავების ოჯახის საკუთრებაა. ყველაფერი 1988 წელს დაიწყო, როდესაც მათ პირველი რესტორანი აფხაზეთში, სოხუმში გახსნეს. "აჩადარამ“ პოპულარობა მალევე მოიპოვა, მაგრამ ყველასთვის ცნობილი ავბედითი მოვლენების შემდეგ, ოჯახი იძულებული გახდა აფხაზეთი დაეტოვებინა. თუმცა, ისინი არ გაჩერდნენ, ამ სფეროში უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს და დღეს წარმატებული რესტორატორები არიან.

" ჩვენ 2010 წლიდან ვამუშავებთ "პელაგონის" ბრენდის რესტორანს, სადაც სტუმრებს ძირითადად ქართული კერძებით ვუმასპინძლდებით. ეს ობიქტი კი, განსხვავებული კონცეფციით იმუშავებს და მხოლოდ ევროპული სამზარეულო იქნება წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია, სტუმარს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, სწორედ ამიტომ გავაკეთეთ მყუდრო ლაუნჯი, მათთვის ვისაც განცალკევება და უფრო მშვიდ გარემოში ყოფნა სურს“ – აცხადებს რესტორნის მეპატრონე შალვა ქარდავა.

რადგან დამფუძნებლები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან, რესტორნის სახელი ზღვას დაუკავშირეს.

" როდესაც პირველი რესტორანი გავხსენით, გვინდოდა ისეთი სახელი დაგვერქმია, რომელიც ლამაზი და ამავდროულად ქართულიც იქნებოდა. ,,პელაგონი“ ძველი ქართული სიტყვაა და ზღვის გულს, ზღვის სიღრმეს ნიშნავს. სწორედ ამიტომ შევჩერეთ არჩევანი ამ სახელზე, ეს ჩვენი კავშირია აფხაზეთთან “ - აცხადებს შალვა ქარდავა.

"პელაგონი“ ევროპული ტიპის რესტორანია, ლამაზი და დახვეწილი ინტერიერი, ვიქტორიანული არქიტექტურის ელემენტებით არის გაჯერებული. ბერძნულ-რომაული კულტურის ინსპირაციაა ცენტრალურ დარბაზში განთავსებული თაღები და სვეტები. გემოვნებიანი მუსიკა, უმაღლესი კლასის მომსახურება, უგემრიელესი კერძები და მყუდრო გარემო მოსულ სტუმარს სასიამოვნო განწყობას შეუქმნის და წარუშლელ შთაბეჭდილებას დაუტოვებს.

®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები