მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცალო დაკრედიტების ინსტრუქცია შესაძლოა 3 დღეში არ ამოქმედდეს

5bd750e165279
BM.GE
29.10.18 22:24
6165
საცალო დაკრედიტების ინსტრუქცია, რომელიც იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების გაცემას შეზღუდავს, შესაძლოა 1 ნოემბერს ძალაში არ შევდეს.
Bm.ge-ის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ბანკში ტექნიკურ საკითხებზე ჯერ კიდევ მიდის მუშაობა.
ინსტრუქცია, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა ჭირდება ძალაში შესასვლელად, 1 ნოემბერს უნდა ამოქმედებულიყო. დოკუმენტის შემუშავებისას ცენტრალურმა ბანკმა კომერციული ბანკების რეკომენდაციებიც გაითვალისწინა, თუმცა პროფილურმა ორგანიზაციამ, საქართველოს ბანკების ასოციაციამ, ახალი რეგულაცია მკვკეთრად ნეგატიურად შეაფასა და განაცხადა, რომ მისი მიღებით, სესხების პორტფელის და ეკონომიკის შემცირებას ელოდება.
სებ-ის დაგეგმილი რეგულაციები 2 კვირის წინ შეაფასა თბილისში მყოფმა საერთაშორისო სავალუტო მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმაც: „საბანკო სექტორი არის მომგებიანი და ლიკვიდური დღესდღეობით. ამავდროულად ვხედავთ იმასაც, რომ შინამეურნეობების უმეტეს ნაწილში დგას ჭარბვალიანობის საკითხი, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან შინამეურნეობებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია შემდეგი: თქვენ ერთი მხრივ უნდა უზრუნველყოთ ჭარბვალიანობის შემცირება ქვეყანაში და მეორე მხრივ არ უნდა დაზიანდეს ფინასნური სექტორი და არ უნდა მოხდეს მათი როლის დისკრედიტაცია, რათა მათ გააგრძელონ ის ეკონომიკური აქტივობები, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.“ - განუცხადა 19 ოქტომბერს ვერა-მარტინმა BM.ge-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები