ვინაიდან ეს იყო პირველი და დიალოგის გაგრძელება იგეგმება. საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, იდეა წარმოადგინა ერთობლივი ძალისხმევის შესახებ, რომ ეს სიტუაცია დამშვიდებისკენ წავიდეს. მართლაც დამშვიდების დროა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, საჭიროა საგნობრივი დისკუსია ახალგაზრდებთან.
"ჩვენ დამშვიდებისკენ უნდა წავიყვანოთ სიტუაცია. მთავარი პრობლემა არის საგნობრივი დისკუსიის არარსებობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უკანონო, ქუჩით ჩამოშორების ეს მცდელობა არ გულისხმობდა მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ჩართულობას. აქ იყვნენ პოლიტიკური პარტიები, ახალგაზრდები, რომლებსაც კავშირი არ აქვთ პარტიებთან, ზოგს აქვს, მაგრამ არიან ბევრი, ვისაც არ აქვთ კავშირი პარტიებთან და ასეთ ახალგაზრდებთან, მე მჯერა, რომ საგნობრივი დისკუსია საჭიროა, რადგან ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალია.
საინტერესო იქნებოდა გაგვეგო რა იციან მათ იმის შესახებ, თუ რის ფასად და როგორ იყო მიღწეული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან. საინტერესო იქნებოდა დისკუსიის ფარგლებში გამოგვერკვია, რაც იციან ახლა მოქმედი ხელისუფლების შესახებ. იციან თუ არა ამ ახალგაზრდებმა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაა ის, ვინც მათ დაუტოვებს სამართლებრივ დოკუმენტს, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქვია - რუსეთის წინააღმდეგ დავა, რომელიც ჩვენ ვაწარმოეთ და რუსეთს მოვუგეთ.
ეს მათთვის ძალიან სერიოზული მშვიდობიანი იარაღია, რომ ქვეყანა გაამთლიანონ და რუსის ჯარი გაიყვანონ ქვეყნიდან. მათ აქვთ ჩვენ მიმართ ბრაზი და ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი.
ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერჯერობით ვერ შევძელით განათლების სისტემაში ფუნდამენტური საფუძველი ღირებულებებისა გაჯდეს და დავამკვიდროთ. ამიტომ ამ ახალგაზრდებთან ბევრია სასაუბრო და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ცუდად იქცევით და ასე არ შეიძლება, მე მგონია, რომ არ კმარა “, - განაცხადა თეა წულუკიანმა.