მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჭიროა პროდუქციის ხარისხის უფრო მკაცრი კონტროლი"

5b9d115f02998
თეო ივაშჩენკო
15.09.18 18:12
838
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემაში „საქმის კურსი“ „ჰაიდელბერგის“ საქმე შეაფასა. როგორც ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კარგად იცნობს პრობლემას:

„ირანიდან შემოსული ცემენტის დინამიკა საკმაოდ პროგრესულია და ბოლო სამ თვეში წილი საკმაოდ გაიზრდა, რაც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის შეშფოთების საგანი გახდა“.

ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, „ბუნებრივი ბიზნესპროცესია, როდესაც პერიოდულად ხდება სხვადასხვა ქვეყანასთან ბიზნეს კონკურენციაში შესვლა. თუმცა მთავარი წუხილი, რომელსაც ვიზიარებთ არის ის, რომ საჭიროა ხარისხის უფრო მკაცრი კონტროლი, რათა გამოვლინდეს რეალურია თუ არა საუბრები ეტიკეტზე განთავსებულ მონაცემებსა და რეალურად შემოსულ პროდუქციას შორის შეუსაბამობაზე“, - ამბობს ლექვინაძე.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, რომლის პირველი ნაბიჯი, სწორედ, ხარისხის კონტროლს შეეხება.
„ხშირად ხდება, რომ, თუკი ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიის მიერ დადგენილ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შემოდის პროდუქცია, ჰგონიათ, რომ არის დემპინგი; თუმცა ამის დადგენას სჭირდება უპირველესად შესაბამისი კანონმდებლობა ანტიდემპინგური კანონის სახით და ამის შემდეგ ბაზრის ფართომასშტაბიანი შეფასება“ - ამბობს ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები