მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროა პროექტების დასრულება და ახლების დაწყება - ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი

602fc9bbcc011
ინგა მურუსიძე
19.02.21 20:20
749
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მის წინამორბედთან, მაია ცქიტიშვილთან ერთად დაწყებული პროექტები უნდა დასრულდეს და ახლები დაიწყოს. ამის შესახებ მან მინისტრობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ირაკლის გამოხატული ნდობისთვის. დიდი მადლობა ქალბატონ მაიას იმ მრავალი წარმატებისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომლებსაც სჭირდება დასრულება და კიდევ უფრო ახალი პროექტების დაწყება. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ირაკლი ქარსელაძემ მაია ცქიტიშვილი შეცვალა. ცქიტიშვილმა დღეს განაცხადა, რომ გადაწყვიტა "ოჯახს დაუბრუნდეს". 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები