მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჭიროა, თუ არა, ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი? - გამოკითხვა პრემიერის Facebook-ზე

5b30d3280c3b7
BM.GE
25.06.18 15:32
731
მამუკა ბახტაძის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე 19 ივნისიდან გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც სოციალური ქსელის მომხმარებელს შეუძლიათ პოზიცია პრემიერ მინისტრის სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილ ერთ ერთ პუნქტთან დაკავშიებით დააფიქსირონ. კითხვაზე თვლით თუ არა, რომ საჭიროა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება საქართველოში? ამ დროისთვის 69% ამბობს- კი და 31%- არა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 1000-ზე მეტ მომხმარებელს აქვს მიღებული.

შეგახსენებთ, სამტავრობო პროგარამში რომელიც მამუკა ბახტაძემ დეპუტატებს წარუდგინა აღნიშნულია:

„ვინაიდან გარემოს დაცვის სფეროს მართვა თითქმის ყველა სამთავრობო უწყების, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის, სამეცნიერო წრეებისა და ზოგადად მთელი საზოგადოების აქტიური ჩართულობით უნდა ხორციელდებოდეს, გარემოს დაცვის სფეროს კომპლექსური და მრავალსექტორული ხასიათის გამო, ჩვენ ვგეგმავთ ქვეყანაში ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას. ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი გახდება სექტორებს შორის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის პლატფორმა, ისარგებლებს მაღალი ნდობით როგორც სამთავრობო უწყებების, ისე ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მხრიდან და ის იქნება ერთგვარი გარანტ გარემოს დაცვის საკითხებზე მთავრობის, საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური თანამშრომლობისთვის. “, - წერია პროგრამაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები