მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჭიროა თუ არა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება?-კოვზანაძის განმარტება

5d1b295c2ea1d
BM.GE
02.07.19 19:10
868

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, ირაკლი კოვზანაძე ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე გარკვეული ცვლილებების გაატარების საჭიროება დადგეს.

„დღეს ჩვენ არ ვიჩქარებდით, რადგან საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, მონეტარულ ხელისუფლებას გააჩნია მთელი რიგი ბერკეტები იმისათვის, რომ გარკვეული ღონისძიებები შეიმუშაოს საქართველოს მაკროეკონომიკური მდგრადობის და ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
 

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვქონდა და გვაქვს კარგი ტრენდი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებული. მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. რაც დღეს გვაქვს, ეს ეგზოგენური რუსული ეფექტია, რაც ტურისტული ნაკადის შემცირებამ გამოიწვია“ - განაცხადა კოვზანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები