სულ რამდენიმე დღის წინ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში კოლეჯი„სპექტრის“ ფილიალი გაიხსნა, რომელიც პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებულ პირებს მომზადება/გადამზადების 3 თვიან პროგრამებს სთავაზობს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა შედუღება, ელექტრორკალური შედუღება, ელექტროობა, ხის მხატვრული დამუშავება და დურგალი – ავეჯის კონსტრუირება. სწავლა სრულად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, კურსდამთავრებულები კი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.
სტუმარი: მათე ტაკიძე - კოლეჯი “სპექტრის“ დირექტორი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად