მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჩხერის მერია შობადობის წახალისებისთვის ახალშობილთა მშობლებს ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს

შობადობა

საჩხერის მერიის ინიციატივით, შობადობის წახალისებისთვის ახალშობილთა მშობლებს ფულად დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ მერიის სოციალური ქსელიდან ვიგებთ.

BM.GE საჩხერის მერიას დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს, რომ აღნიშნული პროგრამა მათი დებულების ნაწილია და ინიციატივის მიზანია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა.

უწყების ინფორმაციით, 2026 წლიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების დაფინანსების გაცემისა და მიღების წესში ცვლილება შევიდა, რომელიც გულისხმობს:

  • პირველი ან მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე ერთჯერადად 500 ლარს მიიღებს;
  • მესამე ან მეოთხე შვილის დაბადებისას დახმარება 1000 ლარს შეადგენს;
  • მეხუთე და ყოველი მომდევნო შვილის შემთხვევაში კი ერთჯერადი თანხა 2000 ლარამდე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ტყუპების დაბადების შემთხვევაში, დახმარება თითოეულ ბავშვზე ცალ-ცალკე გაიცემა. პროგრამით სარგებლობის მსურველებმა მერიაში უნდა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები და საბანკო ანგარიშის მონაცემები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები