მთავრობის დადგენილებით, საჩხერის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 მლნ ლარი გამოეყოფა.
26 დეკემბრის დადგენილების თანახმად, თანხა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობასა და გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.
საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფა ფინანსთა სამინისტროს დაევალა.