მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჩხერეში, ახალი დაცული ტერიტორია, კვერეთის აღკვეთილი შეიქმნა

639ad5127b950
BM.GE
15.12.22 12:03
578
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივა, ზემო იმერეთში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. კვერეთის აღკვეთილი ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 14 797 ჰექტარ ფართობზე დაარსდება, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"კვერეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორია გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. აქ გვხვდება ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეულ ცხოველთა სახეობები. ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს ზემო იმერეთის რეგიონში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნებას, ასევე, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.

კვერეთის აღკვეთილის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ტურისტული ნაკადის მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდება დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღება", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

კანონპროექტი 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები